თ ა რ გ მ ა ნ ი: წესისაებრ ბუნებითისა უმეტესად ჯერ-იყო მწუხარებაჲ სიძნელისა მისთჳს თქუმულთაჲსა და შეურვებაჲ სიმაღლისა მისთჳს დიდებულთა მათ მცნებათაჲსა. არამედ ესოდენ იყო ძალი სახიერისა მის მოძ-ღურისა და მეუფისაჲ, ვიდრეღა საკჳრველებად შეცვალნა გონებანი მათნი, და ესოდენ დაუტკბეს სიტყუანი ესე გონებათა მათთა, ვიდრეღა შემდგომად დადუმებისაცა სუროდა კუალად სმენად მოძღურებისა მის და უკჳრდა სიკეთე იგი და ჭეშმარიტებაჲ მათი. და არცა თუ გარდამოვიდა რაჲ მთით, მოსწყდეს მას, არამედ შეუდგა ყოველივე იგი კრებული, ესოდენ დაჰნერგა უფალმან გონებათა მათთა ტრფიალებაჲ და სურვილი სიტყუათა მისთაჲ. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ:
სახარებაჲ მათესი 7:28
28-29. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი. - არა მთავარნი დარჩნენ გაკვირვებულნი, რადგან, როგორღა გაუკვირდებოდათ, როცა შურდათ მისი? არამედ უბოროტო (უწყინარი) ხალხი. უკვირდათ არა წარმოთქმული სიტყვები, არამედ თავისუფლება მისი, რადგან უფალმა თავი წინასწარმეტყველებზე მაღლა წარმოაჩინა. ისინი ამბობდნენ: "ამას უფალი ამბობს", ხოლო ქრისტე, ვითარცა ღმერთი, ამბობდა: "მე გეუბნებით თქვენ".
_1 - პირდაპირი მნიშვნელობით "წუელი" (τό καρφος) კილის ფხას უნდა ნიშნავდეს. ესაა ნემსივით წვრილი წინაზარდი თავთავის კილზე, ანუ მარცვლის ბუდეზე.
2 - შლამის ბალახია, იგივე ტატაში, ლელი. _
...ა იგი და ერსა მას სახედ მისცა საქმე იგი მისი, რაჲთა ჰბაძვიდენ მას. ჰხედავა, ვითარ რომელთაცა წამეს ჴელმწიფებაჲ მისი და ჰრწმენა ძალი და უფლებაჲ მისი, ყოველნი ქებისა ღირს იქმნეს? პირველ ამისა „განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ“; და არარაჲ ამას ზედა აბრალა, არამედ უფროჲსად გარდამოიყვანნა მთით თავისა თჳსისა თანა და წინაშე მათსა კეთროანი იგი განწმიდა დასამტკიცებელად გულისსიტყჳსა მის მათისა.
კუალად კეთროანი იგი იტყოდა: „უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“. და არა აბრალა, არამედ დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ და კუალად აწ თქუა ასისთავმან ამან: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“. და განუკჳრდა უფალსა სარწმუნოებაჲ მისი და თქუა: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“.
ესენი უკუე ესრეთ საქებელ იქმნეს, ხოლო მართა ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ თქუა, არამედ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, არა ხოლო თუ ქებისა არა ღირს იქმნა, არამედ მეცნიერ ღათუ იყო და საყუარელ და ფრიად მოსწრაფე მსახურებად უფლისა, გარნა შეჰრისხნაცა და განჰმართა ცთომილი გულის...