თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტყჳსა ამის მიერ გამოაჩინებს რისხვასა თჳსსა ესევითარისა მოქმედთა ზედა, რამეთუ სადაცა ენებოს გამოჩინებად, ვი-თარმედ ცოდვაჲ იგი დიდ არს და სასჯელისა ღირს და რისხვისა ფრიადისა, რისხვისაცა და შეურაცხებისა სიტყუასა იწყებს, ვითარცა-იგი ყო მონასა მას ზედა, რომელი ასისა მის დრაჰკნისათჳს აშთობდა მოყუასსა თჳსსა, რამეთუ ჰრქუა მას უფალმანო: „მონაო ბოროტო, ყოველი იგი თანანადები შენი მიგიტევე შენ“; ეგრეთვესახედ აქა იტყჳს: „ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო წუელი აღმოღებად თუალისაგან ძმისა შენისა“; რამეთუ არა სიყუარულისაჲ არს საქმე შენი, არამედ სიძულილისაჲ, და სახე კაცთმოყუარებისაჲ გმოსიეს, ხოლო საქმესა უკეთურებისასა აღასრულებ, რამეთუ ყუედრებასა და შეურაცხებასა ზომისა უმეტესსა დაჰკრებ მოყუასსა ზედა ცთომა-თათჳს მცირეთა, და მოძღურისა წესი მიგიტაცებიეს, რომელი-იგი არცა თუ მოწაფედ ღირს ხარ. ამისთჳს ორგულად სახელ-გდებ, რამეთუ სხუათა ზედა ესრეთ მწარე მსაჯული ხარ, ვიდრეღა წლჳლთაცა და უნდოთა განიცდი, და შენთა მათ საქმეთა ზედა ესრეთ უდებ ხარ, რომელ დიდთაცა...
სახარებაჲ მათესი 7:5
4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!5. ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 7