მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:6

5. ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.7. ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 7
6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო თავადმან ქუემორე თქუა: „რომელი ყურთა გესმესო, უქადაგებდით ერდოთა ზედა“; არამედ არარაჲ არს წინააღმდგომი სიტყუათა ამათ შინა, რამეთუ არცა მუნ ესრეთ ბრძანებს, თუ ყოველთავე ეტყოდეთ ყოველსავე, არამედ ესე განაწესა, რაჲთა სადა-იგი ჯერ-იყოს თქუმად, უშიშად და კადნიერებით იტყოდინ, და კუალად აქა არა თუ ესრეთ თქუა, თუ დადუმენით და ნურარას ჰქადაგებთ, არამედ ესრეთ უბრძანა, ვითარმედ: საიდუმლოთა მათ საღმრთოთა და დიდებულთა ნუ გამოუცხადებთ ძაღლთა და ღორთა. ხოლო ძაღლად ამას ადგილსა მათ სახელ-სდვა, რომელნი არიან ურჩულოებასა შინა უკურნებელსა და უღმრთოებასა ბოროტსა და ღმრთისა მომართ მოქცევისა სასოებაჲ არა აქუს, და ღორად მათ უწოდა, რომელნი მარადის შეგინებულსა და ბილწსა მოქალაქობასა შინა იქცევიან; და ესევითართა მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ღირს არიან სმენად საიდუმლოთა ღმრთისათა, არა თუ ინებონ უკეთურებისა მის მათისაგან მოქცევად.

ეგრეთვე მოციქულიცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „მშჳნვიერმან კაცმან არა შეიწყნარის სულისაჲ, რამეთუ სიცოფე უჩნ მას და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:6 — ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა:

6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.- ძაღლები ურწმუნონი არიან, ხოლო ღორები ისინი, რომელთაც რწმენა კი აქვთ, მაგრამ მაინც ბინძურ ცხოვრებას ეწევიან. ამგვარად, არ შეიძლება საუბარი რწმენის საიდუმლოთა შესახებ ურწმუნოებთან და არც ღმრთისმეტყველების ნათელ და მარგალიტის მსგავს სიტყვათა წარმოთქმა უწმინდურებთან, რადგანაც ღორები მას, რასაც ვეუბნებით, გადათელავენ, ანუ არად ჩააგდებენ, ხოლო ძაღლები მოგვიბრუნდებიან და დაგვგლეჯენ, როგორც ამას ისინი აკეთებენ, რომელნიც ფილოსოფოსებად იწოდებიან. როგორც კი ისმენენ, რომ ღმერთი ჯვარს ეცვა, ცარიელი მსჯელობებით გვაწამებენ და სოფისტური ხერხებით გვიმტკიცებენ, რომ ეს შეუძლებელია.

საუბარი 16. პირველქმნილთა დაცემის შესახებ: „და იყვნეს ორნივე შიშუელ" (დაბ 2:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ეშმაკის ცთუნება და ევას უყურადღებობა (3:1):

...მლესველს. მაგრამ უკიდურესი უყურადღებობის გამო არათუ არ განერიდა, არამედ სრულად გაუმჟღავნა მას ღვთის მცნება, მარგალიტი ღორის წინაშე მიაგდო, და აღსრულდა ქრისტეს სიტყვა: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ" (). ეს სწორედ ახლა მოხდა: (ცოლმა) საღვთო მარგალიტები ღორის წინაშე მიაგდო, ამ ბოროტი მხეცის ან მის მეშვეობით მოქმედი ეშმაკის წინაშე, და მან არათუ დათრგუნა ისინი და (ღვთისგან) ნათქვამს წინააღმდეგობა გაუწია, არამედ, მობრუნებულმა, ურჩობის უფსკრულში ჩააგდო არათუ მხოლოდ დედაკაცი, არამედ მასთან ერთად პირველქმნილიც. ასე სახიფათოა საღვთო საიდუმლოთა უმსჯელოდ, ვისაც შეჰხვდები, გამხელა! ისმინონ ისინი, ვინც ყველასთან განურჩევლად და უმსჯელოდ ლაპარაკობს. ქრისტეც ჩვენ არა საგრძნობელ ღორზე გვეუბნება, არამედ იმ ადამიანებს გულისხმობს, რომლებიც ამ ცხოველებს ჰგვანან და, უტყვთა მსგავსად, ცოდვის უწმინდურებაში ეგდებიან; და ამით გვაგონებს, რომ პირთა სხვაობას მივაქციოთ ყურადღება და გულმოდგინედ შევამოწმოთ გარემოებანი, რომლებშიც ღვთის სიტყვიდან რაიმეს გამხელა შეიძლება, რათა არც სხვებს და არც საკუთარ თავს ვავნოთ. ასეთები არათუ თავად არ იღებენ სარგებელს მათთვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...ოფად, ვითარცა შეჰგავს საიდუმლოთა ამათ მიუწდომელთა. რამეთუ უკუეთუ წინწილასა და ფანდურსა ვერვინ დაისწავლის, უკუეთუ არა ყოველი გონებაჲ თჳსი მუნ შემშჭუალოს, ვითარ შეუძლოთ საღმრთოთა ამათ საიდუმლოთა დაჴსნილობით სმენად? ამისთჳს ქრისტე უფალი იტყოდა: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა და ნუცა დაასხამთ მარგალიტსა წინაშე ღორთა“. ხოლო „მარგალიტად“ ამათ სიტყუათა სახელ-სდვა, რამეთუ ესენი ფრიად უპატიოსნეს არიან მარგალიტისა; არამედ ამისთჳს შეამსგავსნა ესენი მარგალიტსა, რამეთუ არარაჲ არს ჩუენ შორის მის ნივთისა უპატიოსნეს. ამისთჳსცა წერილი სიტკბოებასა სიტყუათა ღმრთისათასა მრავალგზის თაფლსა მიამსგავსებს. არა თუ სიტკბოებისა მათისა საზომი არს თაფლისა მსგავსებაჲ, არამედ თაფლისა უტკბილესი არარაჲ არს ჩუენ შორის. უკუეთუ არა, ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, და გამოაჩინებს გარდამატებულებასა სიკეთისა მათისასა, ვითარმედ: „გულისსათქუმელ არიან იგინი უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა და უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა გოლეულისა“. არამედ მათთჳს არს ესე ესრეთ, რომელთა გონებაჲ წმიდად მხედველ არს. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „მონამან შენმან იცვნეს იგინი“; ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ა კრძალულებით სმენისათჳს საღმრთოთა სიტყუათაჲსა:

...ქუენ ხართ უფალ საქმისა ამის, რამეთუ უკუეთუ გიხილნე სურვიელად და კრძალულებით სმენად, სიხარულით აღგიჴსნა ყოველივე მადლითა უფლისაჲთა. უკუეთუ კულა გიხილნე ძილსა შინა და ფქნარებასა, დავიდუმო სამართლად, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ნუ დაუდებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნნენ იგინი ფერჴითა თჳსითა“. ხოლო ვინ არს დამთრგუნველ მათდა? რომელსა არა საკრძალავ და პატიოსნად შეერაცხნენ სიტყუანი იგი. და ვინ არსო უბადრუკი იგი, რომელსამცა არა პატიოსან და დიდებულ შეერაცხნეს სიტყუანი ესე? იცითა, ვინ არს იგი? რომელსა ესოდენიცა არა აქუს წადიერებაჲ სმენად სიტყუათა მათ, რაჲზომი-იგი თეატრონად მისლვისაჲ მეძავთა დედათა როკვისა ხედვად; და მრავალგზის ორსაცა დღესა დაჰყოფენ მუნ და მრავალსა საფასესა წარაგებენ და, რაჲცა მუნ ესმას, უცთომელად ისწავლიან წარსაწყმედელად სულთა თჳსთა, ხოლო აქა, სადა საღმრთონი სიტყუანი ისმიან, ვერცა თუ ერთსა ჟამსა დადგებიან. ამისთჳს არა გუაქუს ზიარებაჲ კეთილთა შინა ზეცისათა, რამეთუ ვივლტით მუნ მიმყვანებელისა მის გზისაგან და გეჰენიად მიმყვანებელსა მას შინა ვალთ, რომელი-იგი ამისთჳს გუასმინა ღმერთმან, რაჲთა ვივლტოდით მისგან, ხოლო ჩუენ უფროჲსად მუნ მივისწრაფით. უფალი გჳბრძანებს არა სმენად ოდენ სიტყუათა მისთა, არამედ ქმნადცა, ხოლ...

სრულად ნახვა