თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს-მე შევიდა სახლსა პეტრესსა? მე ვჰგონებ, თუ მოღებად საზრდელისა, რამეთუ შემდგომისა სიტყჳსაგან ცხად არს ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: გან-რაჲ-იკურნა სიდედრი პეტრესი, აღდგა და ჰმსახურებდა მას; რამეთუ მოწაფეთა თჳსთა თანა ჰყოფდა სავანესა, ვითარცა მათესსაცა შევიდა, ოდეს-იგი უწოდა მას, რაჲთა უმეტესი გულსმოდგინებაჲ მისცეს მათ, და რამეთუ იგინი ღირს იყვნეს შეწყნარებად მისა, რომელთა ყოველი დაუტევეს და შეუდგეს მას.
ხოლო შენ იხილე მოწიწებაჲ იგი პეტრესი, ვითარ უძლურღა იყო სიდედრი მისი, და არა იკადრა იძულებად, ვიდრემდის სხუანი იგი არა განკურნნა და სწავლაჲ არა აღასრულა; რამეთუ პირველითგან სწავლულ იყო სხუათა პატივ-ცემად უფროჲს თავისა თჳსისა. ვინაჲთგან უკუე ასისთავმან მან ჰრქუა, ვითარმედ: „არა ღირს ვარ, რაჲთამცა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოხუედ“, და უფალმან მიუგო, ვითარმედ: „წარვედ, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ“, და იგი წარგზავნა, მერმე თავით თჳსით უფალი შევიდა სახლსა პეტრესსა პატიოსნებისათჳს მოწფისა მის კეთილისა.
ხოლო გულისჴმა-ყავთ, თუ ვითარნიმცა იყვნეს სახლნი იგი მეთევზურთანი, არამედ არავე უღირს-იჩინა შესლვაჲ სახლთა მათთა,...