ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შე-რაჲ-ვიდა იგი კაფარნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“ (8,5-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთროანი იგი ზემოწერილი მოუჴდა უფალსა, გარდამოვიდოდა რაჲ მთით, ხოლო ასისთავი - შესლვასა ოდენ მისსა კაფარნაუმდ. რაჲსათჳს უკუე არცა იგი, არცა ესე აღვიდეს მთად? არა თუ უდებებისათჳს, - ნუ იყოფინ! - არამედ უმეტესისა კრძალულებისათჳს, რაჲთა არა ჟამსა მას მოძღურებისა მისისასა საწყინოდ ექმნენ მას....