თ ა რ გ მ ა ნ ი: მოვედინ აწცა მადლი სახიერისაჲ მის ჩუენ ზედა და განიოტენ სულებისა მის არაწმიდისა ბრძოლანი ჩუენგან და განკურნენინ ბოროტნი იგი სნეულებანი სულთა ჩუენთანი, რომელ არიან ცოდვათა მიერ მოწევნულ; რომელმან-იგი მაშინ დიდებულითა მით ქველისმოქმედებითა მისითა ესრეთ მოიყვანა ერი იგი სარწმუნოებად, ვიდრეღა არცა ჟამი იგი მწუხრისაჲ უდებ-ჰყოფდა მათ მოყვანებად უძლურთა მათთა და მიღებად კურნებისა. ხოლო გულისჴმა-ყავთ ესე, თუ რავდენსა სიმრავლესა სასწაულთასა თანაწარჰჴდებიან მახარებელნი და არა იტყჳან თითოეულად, არამედ ერთითა სიტყჳთა ურიცხუთა მათ საკჳრველებათა შეამოკლებენ თხრობად და კაცად-კაცადისა მათისასა თქუმად თანაწარჰჴდებიან.
ხოლო ვინაჲთგან ესოდენთა ბოროტად სნეულთა და ეშმაკეულთა ერ-თითა სიტყჳთა კურნებაჲ წარმოთქუა მახარებელმან, რაჲთა არავინ ურწმუნო იქმნას, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი მოიყვანა მოწამედ, რამეთუ არარას უდარეს სასწაულთასა წერილთა მიერ პირველვე ქრისტესთჳს თქუმულნი წამებანი სარწმუნოებად მოიყვანებენ გონებათა მორწმუნეთასა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: წინაჲთვე ქადაგა საქმე ესე წინაჲსწარმეტყუელმან ესაია და თქუა: „მან უძლურებანი ჩუენნი...