მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:27

26. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.27. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?28. და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით.
სახარებაჲ მათესი თავი 8
27. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“ (8,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გულისსიტყუათა მათთჳს კაცობრივისა უძლურებისათა თქუა ესრეთ, ვითარმედ კაცთა მათ ემხილა თჳსისა მის ბუნებისა უძლურებაჲ და დაუკჳრდა, ვითარმედ: „რაბამ ვინ არს ესე?“ რამეთუ ხედვიდეს მას ხილვითა კაცსა, და რომელ-იგი დაიძინებდა და ნავად აღვიდოდა, ესე ყოველი კაცობრივისა ბუნებისაჲ იყო; ხოლო შერისხვაჲ იგი ქართაჲ და ზღჳსაჲ და ესრეთ შიშით მორჩილებაჲ მათი ღმრთეებასა მისსა წამებდეს. ამისთჳს განცჳბრებულ იყვნეს და იტყოდეს: „რაბამ ვინ არს ესე?“ რამე-თუ მოსეცა ქმნა სასწაული ზღუასა მას ზედა, არამედ ამისი ესე უაღრესობაჲ შეუმსგავსებელ არს, რამეთუ იგი, ვითარცა მონაჲ, იქმოდა სასწაულსა მას, ხოლო ესე - ვითარცა მეუფე და უფალი; არა განრთხმითა კუერთხისაჲთა, ვითარ-იგი მან ყო, არცა განპყრობითა ჴელთაჲთა ზეცად და ვედრებითა, არამედ ვითარცა მეუფემან უბრძანის რაჲ მონასა და ვითარცა დამბადებელმან - დაბადებულსა, ესრეთ უბრძანა და დააყუდა ბრძანებითა თჳსითა, და მეყსეულად ყოველი აღძრვაჲ მისი დადუმნა, და არცა თუ კუალი ღელვისაჲ იპოებოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან თქუა მამისათჳს, ესე აწ ძემან...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:23-27 — ზღვის ქარიშხლის დაცხრომა:

23-24. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. - უფალმა თან მხოლოდ მოწაფენი წაიყვანა, რათა სასწაული ეხილათ. მან დაუშვა, რომ მათ საფრთხე დამუქრებოდათ, რათა განსაცდელთა გადატანისათვისაც გაწვრთნილიყვნენ და ამ სასწაულით რწმენაც უფრო განმტკიცებოდათ. დაიძინა კი იმიტომ, რომ შეშინებულებს საკუთარი უძლურება შეეცნოთ და შველას მას შევედრებოდნენ. ამიტომაც ამბობს მათე:

25-26. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? - უფალი მათ არა ურწმუნოებს, არამედ მცირედმორწმუნეებს უწოდებს, რადგან, როცა უთხრეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, სარწმუნოება გამოამჟღავნეს, მაგრამ სიტყვა წარვწყმდებით ურწმუნოებისგან თქვეს. რადგან უფალი მათთან ერთად მიცურავდა, აღარ უნდა შეშინებოდათ. ყურადღება მიაქციე! საყვედურობს რა მათ სიმხდალისა გამო, გვიჩვენებს, რომ შიში საფრთხეს იზიდავს. უფალმა ჯერ მათ სულში ატეხილი ქარიშხალი ჩააწყნარა და მღელვარება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დასცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანისცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა“ (14,32-34).:

...ვსა მას, დასცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანისცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა“ (14,32-34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ამისა იტყოდეს, ვითარმედ: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“ ხოლო აწ მოუჴდეს და თაყუანი-სცეს მას და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“. ჰხედავა, ვითარ აღამაღლებდა გონებათა მათთა გულისჴმის-ყოფისა კიბეთა? რამე-თუ მაშინ შეჰრისხნა ზღუასა მას და ქართა, ხოლო აწ სხჳთ სახით უჩუენა ძალი თჳსი - სლვითა ზღუასა ზედა და მინიჭებითა პეტრესითა მადლისა მის და განრინებითა მისითა დანთქმისაგან. ამისთჳსცა უმეტესად სარწმუნოებად მოვიდეს და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“.

ხოლო სიტყუასა ამას ზედა ნუუკუე შეჰრისხნაა ქრისტემან? ნუ იყოფინ! უფროჲსღა დაამტკიცა, უმეტესითა რაჲ ჴელმწიფებითა აღასრულნა კურნებანი, ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და...

სრულად ნახვა