ეწია საქმე სიტყუათა, რაჲთა უმეტესად პირი დაეყოს ფარისეველთა, რამეთუ კაცი იგი შესაკრებელთმთავარი იყო, და გლოაჲ მისი დიდ იყო, რამეთუ შვილი იგი მხოლოდშობილი იყო ათორმეტისა წლისაჲ, რომელ-ესე უმეტესისა გლოჲსა მიზეზ იყო ჰასაკისა მისთჳს სიჭაბუკისა მისისა. ამის-თჳსცა გარდამატებული რაჲ იხილა გლოაჲ მათი უფალმან, მეყსეულად აღდგა და შეუდგა მას. ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მოკუდებოდაო, ოდეს მთავარი იგი მოვიდა, და მერმე მოვიდეს და ჰრქუესო, ვითარმედ: „ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა“. ხოლო აქა იტყჳს მათე, ვითარმედ: „თაყუანის-სცემდა მთავარი იგი და ეტყოდა: ასული ჩემი აწღა აღესრულა“. ვითარ არს ესე? გარნა ესრეთ გულისჴმა-ყავთ: დაუტევა მან ასული თჳსი უკუანაჲსკნელთა აღმოფშჳნვათა შინა და, მოუჴდა რაჲ იესუს, ჰრქუა, ვითარმედ: „აწ აღესრულა“. იჭჳთ თქუა, რამეთუ ვინაჲთგან ესრეთ აღსასრულსა ზედა დაეტევა, იტყოდა, ვითარმედ აწ მომკუდარ იყოს, რაჲთა უმეტესად შეასწრაფოს უფალსა. ხოლო იხილე სიზრქე გონებისა მისისაჲ, ვითარ ეტყჳს უფალსა, „მოედო და დასდევ ჴელი შენი“. ფრიად შორს იყო სიბრძნისა მისგან და სარწმუნოებისა...
სახარებაჲ მათესი 9:19
18. და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს.19. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა.20. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
სახარებაჲ მათესი თავი 9