მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9

სახარებაჲ მათესი 9 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).

თჳსად ქალაქად ამას ადგილსა კაპერნაუმსა იტყჳს, რამეთუ ბეთლემს იშვა და ნაზარეთს აღიზარდა და მერმე დაუტევა ნაზარეთიო და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს. ამას უკუე სახელ-სდვა აწ მახარებელმან თჳსა ქალაქად.

ხოლო განრღუეული ესე სხუაჲ არს და არა იგი,...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა ზედა, მათეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე! და აღდგა და მისდევდა მას“ (9,9).

ქმნა რაჲ სასწაული იგი განრღუეულისაჲ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე და იხილნა გულნი მწიგნობართა მათ უკეთურთანი, ვითარმედ აღივსნეს შურითა, არა დაადგრა მუნ, არამედ ადგილ-სცა, რაჲთა ნუგეშინის-სცეს შურსა მას მათსა და გუასწაოს ჩუენ არა წარმდებებით მიცემად თავთა ჩუენთა ჴელსა ბოროტისმყოფელთასა, არამედ ადგილ-ვსცემდეთ უკეთურებასა...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ, დასდევ ჴელი შენი, და ცხონდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა“ (9,18-19).

ეწია საქმე სიტყუათა, რაჲთა უმეტესად პირი დაეყოს ფარისეველთა, რამეთუ კაცი იგი შესაკრებელთმთავარი იყო, და გლოაჲ მისი დიდ იყო, რამეთუ შვილი იგი მხოლოდშობილი იყო ათორმეტისა წლისაჲ, რომელ-ესე უმეტესისა გლოჲსა მიზეზ იყო ჰასაკისა მისთჳს...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ, ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი“ (9,27-30).

რაჲსათჳს გზასა ზედა, მისდევდეს რაჲ და ღაღადებდეს, თანაწარჰჴდა მათ? კუალად აქაცა გუასწავებს,...

სარჩევი