მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:20

19. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა.20. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.21. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე.
სახარებაჲ მათესი თავი 9
20. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, და მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო-თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან“ (9,20-22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს არა განცხადებულად მოუჴდა? ერთად, რამეთუ ჰრცხუენოდა ვნებისა მისთჳს საყუედრელისა; მეორედ, ეშინოდა, ნუუკუე ვითარცა არაწმიდაჲ გარემიაქციოს, რამეთუ შჯულსა შინა ფრიადისა არაწმიდებისა სახედ იტყჳს სენსა ამას. ამისთჳს ფარულად მიეახლა, რამეთუ არღა აქუნდა მისთჳს ჯეროანი გულისსიტყუაჲ, რაჲთამცა იცოდა, ვითარმედ არარაჲ დაეფარვის.

ხოლო ესე დედაკაცი მოვიდა უფლისა კურნებისათჳს პირველ ყოველთა დედათასა სარწმუნოებითა მჴურვალითა; რამეთუ აგრძნა რაჲ, ვითარმედ აღდგინებად ასულისა მთავრისა მის მივალს, ცნა, ვითარმედ დედათაცა სადმე ჰკურნებს, და ჰრწმენა შეუორგულებელად, რამეთუ ძალ-უც შეხებითა ხოლო განკურნებად. გარნა ქრისტემან გამოაცხადა გულისსიტყუაჲ მისი და საცნაურ-ყო განკურნებაჲ იგი მისი ყოველთა შორის მრავლისა მიზეზისათჳს: პირველად, რაჲთა განაქარვოს შიში დედაკაცისაჲ მის, რაჲთა არა მოწიწებით იყოს, ვითარმცა პარვით მიეღო ნი-ჭი იგი; მეორედ, რაჲთა ცნას მან, ვითარმედ არარაჲ დაეფარვის უფალსა; მესამედ, რაჲთა სხუათაცა იხილონ შეუორგულებელი იგი სარწმუნოებაჲ მისი და ჰბაძვიდენ მას; მეოთხედ, რაჲთა შესაკრებელთმთავარი იგი იჭუეული გულსავსე-ყოს, ვითარმედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:18-26 — იაიროსის ასული და სისხლმდინარე ქალი:

18-19. და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა. - ცხადია, რწმენა ამასაც ჰქონდა, თუმცაღა არა დიდი, რადგან იესოს მხოლოდ სიტყვის თქმას კი არ სთხოვს, არამედ მისვლას და ხელის დადებას. თუმცა, ლუკას თქმით, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ამბობს, რომ ასული მისი უკვე აღესრულა, ან იმიტომ, რომ ასე ვარაუდობს, რადგან უკანასკნელი ამოსუნთქვისას დატოვა, ან კიდევ იმიტომ, რომ უბედურება გაზრდილად წარმოედგინა და ამით ქრისტე შეწყალებისათვის შეეგულიანებინა.

20-22. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან. - ქალი, რომელიც სნეულების გამო უწმინდური იყო, ცხადად ვერ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის