თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უგუნურებაჲ იგი და სიცოფე მთავართაჲ მათ! მგოსნებითა და ნესტუებითა აღასრულებდეს გლოასა მას. ვის უხილავს გლოაჲ მგოსნებითა? არამედ ესე საქმე იყო უგუნურებისა მათ მთავართაჲსა და ფრიადისა მის უგულისჴმოებისა. ხოლო ქრისტემან ერი იგი უწესოებისა მოქმედი განასხა მიერ და არავინ შეიყვანა მის თანა სახლსა მას, გარნა თავნი იგი მოწაფეთანი და მამაჲ და დედაჲ ყრმისაჲ მის; რაჲთა არა თქუან, ნუუკუე სხუამან ვინმე ყო კურნებაჲ იგი და არა უფალმან, ამისთჳს მშობელნი მისნი წარიყვანნა. ხოლო პირველ აღდგომისაცა იტყოდა: „ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ იგი არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს“. აჩუენებს ამით სიტყჳთა, ვითარმედ ესრეთ ადვილ არს მის წინაშე აღდგინებაჲ მკუდართაჲ, ვითარ განღჳძებაჲ მძინარისაჲ, ვი-თარცა ლაზარესთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა“. მუნცა ძილად სახელ-სდვა სიკუდილსა, რაჲთა არღარავის ეშინოდის სიკუდილისაგან, ვინაჲთგან არღარა სიკუდილი არს, არამედ ძილი ეწოდების. რამეთუ ვინაჲთგან თავადსაცა ეგულებოდა ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ, ამისთჳს წინაჲთვე სხუათა გუამთა მიერ ასწავებს...
სახარებაჲ მათესი 9:23
22. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.23. და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი24. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას.
სახარებაჲ მათესი თავი 9