მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:26

25. და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი.26. განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.27. და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!
სახარებაჲ მათესი თავი 9
26. განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:18-26 — იაიროსის ასული და სისხლმდინარე ქალი:

18-19. და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა. - ცხადია, რწმენა ამასაც ჰქონდა, თუმცაღა არა დიდი, რადგან იესოს მხოლოდ სიტყვის თქმას კი არ სთხოვს, არამედ მისვლას და ხელის დადებას. თუმცა, ლუკას თქმით, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ამბობს, რომ ასული მისი უკვე აღესრულა, ან იმიტომ, რომ ასე ვარაუდობს, რადგან უკანასკნელი ამოსუნთქვისას დატოვა, ან კიდევ იმიტომ, რომ უბედურება გაზრდილად წარმოედგინა და ამით ქრისტე შეწყალებისათვის შეეგულიანებინა.

20-22. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან. - ქალი, რომელიც სნეულების გამო უწმინდური იყო, ცხადად ვერ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის