მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:25

24. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას.25. და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი.26. განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
სახარებაჲ მათესი თავი 9
25. და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი.
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:18-26 — იაიროსის ასული და სისხლმდინარე ქალი:

18-19. და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხოვნდეს. და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა. - ცხადია, რწმენა ამასაც ჰქონდა, თუმცაღა არა დიდი, რადგან იესოს მხოლოდ სიტყვის თქმას კი არ სთხოვს, არამედ მისვლას და ხელის დადებას. თუმცა, ლუკას თქმით, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ამბობს, რომ ასული მისი უკვე აღესრულა, ან იმიტომ, რომ ასე ვარაუდობს, რადგან უკანასკნელი ამოსუნთქვისას დატოვა, ან კიდევ იმიტომ, რომ უბედურება გაზრდილად წარმოედგინა და ამით ქრისტე შეწყალებისათვის შეეგულიანებინა.

20-22. და აჰა ესერა დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან. - ქალი, რომელიც სნეულების გამო უწმინდური იყო, ცხადად ვერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სახლსა მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს იგი, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას“ (9,23-24).:

...თხე დღე არს“; და ვერ უძლონ მერმე თქუმად, თუ: არა მკუდარი აღადგინა. ეგრეთვე აქა ყოვლით კერძო დაემტკიცა და საცნაურ იქმნა სიკუდილი ყრმისაჲ მის, რაჲთა ყოველთავე ცნან ძალი საკჳრველებისაჲ მის. ამისთჳსცა, ხედვიდეს რაჲ მშობელნი მისნი, „უპყრა ჴელიო და აღადგინა ქალი იგი“. არა თუ სხუაჲ მისცა სული, არამედ იგივე, რომელი განსრულ იყო მისგან, მოაქცია და, ვითარცა მძინარე, განაღჳძა, რამეთუ ყოველივე ადვილ არს მის წინაშე.

„და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი“, რაჲთა ვერვინ მოიგონოს, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი. და არა თავადმან მისცა, არამედ მათ უბრძანა მიცემად, ვითარცა ლაზარეს ზე ჰრქუა მათ: „განჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“; რაჲთა ორივე მტკიცე და განცხადებულ იყოს, მოკუდომაჲცა და აღდგომაჲ, და ვერვის ჴელ-ეწიფებოდის ორგულებაჲ ანუ ურწმუნოებაჲ.

ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ამცნო მამა-დედათა მისთა, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი“, რაჲთა ყოვლით კერძო გუასწაოს ჩუენ სიმდაბლე და არაგამოცხადებაჲ ქველისსაქმეთა ჩუენთაჲ.

სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათ...

სრულად ნახვა