თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ უფალმან უბრძანა არა თხრობად, გარნა მათ არა თავს-იდვეს დაფარვაჲ სასწაულისაჲ მის, არამედ იქმნეს ქადაგ და მახარებელ ჭეშმარიტებისა. ხოლო რომელ-იგი სხუასა ადგილსა ჰრქუა: „წარვედ და მიუთხრობდი დიდებასა ღმრთისასა“, არა წინააღმდგომი არს ამის სიტყჳსაჲ, არამედ ფრიადცა ეწამების, რამეთუ გუასწავებს ჩუენ, რაჲ-თა თავთა თჳსთათჳს არარას საქებელსა ვქადაგებდეთ, არამედ დაღაცათუ ვის ენებოს ქებაჲ ჩუენი, ვაყენებდეთ; ხოლო უკუეთუ საქმე რაჲმე იყოს სადიდებელი ღმრთისაჲ, არა თუმცა ვაყენებდით, არამედ უფროჲსად თანავეწამებოდითცა ქადაგებად დიდებასა ღმრთისასა.
სახარებაჲ მათესი 9:31
30. და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.31. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.32. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული.
სახარებაჲ მათესი თავი 9