თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იყო, რომელი მოსწყლვიდა გულსა უღმრთოთა მათ ფარისეველთასა, რომელ ერი იგი ადიდებდა უფალსა და უაღრესობასა მისსა ქადაგებდეს არა მაშინ მყოფთა შორის ხოლო, არამედ ოდესვე ყოფილთაცა კაცთასა, ვითარმედ: „არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა“. რამეთუ ჭეშმარიტად საკჳრველი იყო დიდებული არა ესე ხოლო, რომელ კურნებათა იქმოდა, არამედ რომელ ესრეთ ადვილად და მსწრაფლ განჰკურნებდა სენთა ურიცხუთა და უკურნებელთა, ვითარცა-ესე აწ აღმოკითხული, რომელი-იგი არა ბუნებითისა სენისაგან უტყუ და ყრუ იყო, არამედ ეშმაკისაგან. ამისთჳსცა ვერ თავით თჳსით მოვიდა, ვერცა თავით თჳსით ევედრებოდა (რამეთუ ეშმაკსა შეეკრა ენაჲ მისი), არამედ სხუათა მოჰგუარეს იგი. ამისთჳს არცა სარწმუნოებაჲ ძებნა მისგან, არამედ მეყსეულად ეშმაკი იგი განიოტა, და უტყჳ იგი ზრახვიდა ფლობილად და ესმოდა დაუყენებელად. ამას ზედა ერნი განკჳრდებოდეს, ხოლო უღმრთონი იგი ფარისეველნი და ყოვლითურთ ეშმაკისადა განჩემებულნი, ისმინეთ, რასა იტყჳან:
სახარებაჲ მათესი 9:32
31. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.32. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული.33. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.
სახარებაჲ მათესი თავი 9