მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:37

36. და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.37. მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.38. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.
სახარებაჲ მათესი თავი 9
37. მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ, ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი“ (9,27-30).

რაჲსათჳს გზასა ზედა, მისდევდეს რაჲ და ღაღადებდეს, თანაწარჰჴდა მათ? კუალად აქაცა გუასწავებს, რაჲთა ვევლტოდით მრავალთა დიდებასა და გამოცხადებასა საქმეთა კეთილთასა; ამისთჳსცა შე-რაჲ-ვიდა სახლსა, განკურნა იგინი თჳსაგან და ამცნო, რაჲთა არავის აუწყონ. ხოლო ესეცა დასასჯელად ჰურიათა იქმნებოდა, რამეთუ ბრმათაცა შეიწყნარეს სარწმუნოებაჲ მისი, და მათ ნეფსით დაიყვნეს თუალნი ხილვად ნათლისა.

რამეთუ იხილეღა მათი იგი სარწმუნოებაჲ ღაღადებისა მისგან და უკუანა შედგომისა. და რაჲ იყო ღაღადებაჲ მათი? - „შემიწყალენ ჩუენ, უფალო!“ ხოლო ძედ დავითისა უწესდეს, რამეთუ დიდად პატივად შეერაცხა ესე მაშინ ჰურიათა. წინაჲსწარმეტყუელნიცა მეფეთა, რომელთაცა პატივ-სცემდიან, ძედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:35-38 — ქრისტეს თანალმობა უმწყემსო ერისადმი:

35. და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის. - კაცთმოყვარე უფალი არ ელოდება, მასთან როდის მივლენ, არამედ თვითონ დადის, რათა თავი ვინმეს იმით არ ემართლებინა, რომ ჩვენთვის არავის უსწავლებიაო. საქმითაც და სიტყვითაც იზიდავდა მათ, ასწავლიდა და სასწაულებსაც აღასრულებდა.

36. და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. - არ ჰყავდათ მნყემსი, რადგან მთავარნი არათუ მათი ცხოვრების სწორად წარმართვაზე არ ზრუნავდნენ, არამედ, პირიქით, ვნებდნენ კიდეც, მაშინ, როცა ჭეშმარიტი მწყემსის საქმე სამწყსოზე ზრუნვაა.

37-38. მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. - სამკალს ხალხს უწოდებს, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება, ხოლო მუშაკებს იმათ, რომელთაც უნდა ასწავლონ, მაგრამ რომელნიც იმ დროს იუდეველთა შორის არ იყვნენ....

სრულად ნახვა
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).:

...ჳს მას დღესა იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ისმინე:

ჯერ-იყო ჟამსა ოდენ ყანათა სპეტაკობისასა მოვლინებაჲ მანგალსა სულისასა. ამისთჳსცა მან, რომელმან თქუა — "აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან" () და "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი — მცირედ" (), პირველად უკუე აღიყვანა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ და მიერ გარდამოავლინა აღლესული მანგალი სულისაჲ. ხოლო ჯერ-იყო ესე ქმნად დღესა დღესასწაულისასა, რაჲთა, რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს ხილვად ჯუარ-ცუმასა უფლისასა, მათვე კუალად იხილონ სასწაული ესე ენათა განყოფისაჲ, რამეთუ დღისა მისთჳს მეერგასისა მრავალნი შეკრებულ იყვნეს მუნ, ვინაჲთგან დიდ იყო ჰურიათა შორის დღესასწაული ესე, ვინაჲთგან ამას მეერგასესა დღესა მოეცა ძუელი იგი შჯული მთასა ზედა. ამისთჳს მასვე დღესა მოჰფინა მადლი სულისაჲ, რაჲთა ცხად იქმნეს უფლებაჲ სულისა წმიდისაჲ და გამოთარგმანებულ — გამოჩინებაჲ ღმერთი, და იქადაგოს განუყოფელი ერთობაჲ სამ-გუამოვნისა ღმრთეებისაჲ, ვითარმედ ერთი და იგივე არს ძუელისა და ახლისა შჯულისა, მომცემელი. და განყოფილებასა შინა ჟამთასა —მისვე და ერთისა მოქმედი მაცხოვარებისაჲ, რამეთუ ვითარ-იგი ქრისტესა, ეგულებოდა რაჲ აღსრულებაჲ საცხორებელისა მის ვნებისაჲ, არა...

სრულად ნახვა