თარგმანი: ოდეს "მაშინ"? — რაჟამს ეუწყა ზეცად აღყვანებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, და მითვე ჴორცითა კუალად ხილვაჲ მეუფისაჲ. მაშინ ბრძანებისაებრ უფლისა მოიქცეს იერუსალემდ არა განშორებად მისგან და მოლოდებად აღთქუმასა სულისასა. ხოლო წარმოვიდეს მთით ზეთისხილთაჲთ, ვინაჲ-იგი ამაღლდა უფალი, და არს იგი მახლობელ იერუსალემსა, ვითარ შაბათის გზა ოდენ, რომელი არს მილიონი ერთი. ხოლო მილიონი შეიქმს სტადიონსა შჳდსა და ნახევარსა. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ ესოდენ შორიელად განწესებულ იყო კარვისა მის საწამებელისა აღმართებაჲ ბანაკისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელ შესაძლებელ იყვის ერისაჲ, მუნ შაბათობად შეკრებულისაჲ შემდგომად შაბათისა განტევებასა წარსლვაჲ სახედ თჳსსა. და საზომი გზისა მის და სლვისაჲ იყო ორ ათასი წყრთაჲ და ამით ჩუეულებითა ყოველსა ეგოდენსა სიშორესა გზისასა "შაბათის გზა" უწოდდეს, რამეთუ უმეტესისა სლვად არა შეენდობვოდა ჰურიათა დღესა შაბათსა. ამის პირისათჳს უწოდს "შაბათის გზად" მახლობელობასა ზეთისხილთა მთისასა, რამეთუ ორ ათას წყრთა შორავს ზღუდეთა იერუსალემისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:12
11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.12. მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ.13. და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1