მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:17

16. (იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა,17. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის.18. ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
17. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის.
თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქმა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპრობელთა მათ იესუჲსთა. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის (1,16-17).:

თარგმანი: ძმად წოდებითა ნუგეშინის-სცემს მას და აღსძრავს ურთიერთას სიყუარულად, ვითარცა შუენის კაცთა, რამეთუ სიძულილი გარეგან არს კაცთა ბუნებისა, ხოლო წინაჲსწარმეტყუელებასა დავითისსა სულისა მიერ წმიდისა თქუმულად უწოდს პირითა დავითისითა, და სიტყუასა მას ქუემო-რე მოიჴსენებს მოღებითა ას და მერვისა ფსალმუნისაგან. ხოლო აწ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ წინა-მოსწავებულ იყო ყოფადი, ვითარცა ყოფილი, ღმრთისა მიერ ყოვლისავე მეცნიერისა. და სახელსა რაჲ იუდაჲსსა იტყოდის, არა დაჰრთავს გინებასა ანუ წყევასა, ვითარმცა ეთქუა: "ბილწმან" ანუ "უკეთურმან", არამედ ლიტონად მოგჳთხრობს წესითა თხრობისაჲთა, რაჲთა ჩუენცა ესევითართა მიმართ არა მაგინებელ ვიყვნეთ, რამეთუ კმა იყო მისსა ესე ოდენ, ვითარ ნაწილისაგან მოწაფეთაჲსა განვარდა და წინამძღუარ იქმნა შემპყრობელთა მოძღურისა მის სახიერისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის