თარგმანი: სამ გზის ხილვაჲ იგი ჩუენებისაჲ სახე იყო სამთა შთაყოფათა ემბაზისათა, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, და ყოველთა უქადაგებდა სამგუამოვნებასა ერთღმრთეებისასა, ვინაჲცა, რომელნი-იგი ჭურჭელსა მას შინა ეგნენ ტილოჲსასა, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ და არა განვარდენ მისგან, სარწმუნოებისა ანუ საქმეთა კეთილთა ჴუებულებითა, კუალად ზეცად აღამაღლებს მათ, ვითარცა ზეცით ცხოვნებულთა და კუალად მუნვე მიცვალებადთა. ხოლო ესევითარისა ამის ჩუენებისა მიმართ ამისთჳს წინა-აღდგომით თქუა პეტრე — "ნუ-სადა, უფალო" —რამეთუ ჰგონებდა აბრაჰამისებრ გამოცდასა მისსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:16
15. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს.16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.17. და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა-ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელეოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10