მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:17

16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.17. და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა-ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელეოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა.18. და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი არს აქა?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
17. და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა-ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელეოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელიოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა, და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა, და მოჰხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი აქა არსა? ხოლო პეტრე, ვიდრეღა-იგი გულის-სიტყუად დგა, ჩუენებისა მისთჳს, ჰრქუა მას სულმან წმიდამან: აჰა ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ. არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი (10,17-20).:

თარგმანი: კუალად პირსა ზედა მდებარე იყო მუჴლთ-მოდრეკით ლოცვასა შინა. ამისთჳს სული წმიდაჲ ეტყოდა: აღდეგ, პეტრე! და შემდგომად ჩუენებისა მის აღდგა, და ვითარ-იგი იოსეფ პირველად აღშფოთებად მიუშუა ღმერთმან და ეგრეთღა ანგელოზისა მიერ აუწყა საიდუმლოჲ ქალწულისაჲ, ეგრეთვე აწ პეტრე პირველად უტევა უღონო-ყოფად ძალსა ჩუენებისასა, და ეგრეთღა, კაცნი იგი რაჲ მივიდეს, უბრძანა გარდასლვაჲ მათდა და შეუორგულებელ ყოფითა მათდა მიმართ, განუმარტა, ვითარმედ მათთჳს იყო ჩუენებაჲ იგი, რამეთუ, ვითარცა ღმერთი, თანა-არსი მამისა და ძისაჲ, უბრძანებს სული წმიდაჲ, ვითარმედ: მე მომივლინებიან შენდა წარმართნი; ნურარას ორგულებ ნათლისცემად მათდა.

ხოლო ეძიებდეს თუ ვინმე, ვითარმედ: ვინაჲთგან ანგელოზისა ჩუენებასა არა სიზმრივ, არამედ განცხადებულად მიემთხჳა კორნილიოს, რად არა მანვე მიუთხრა მას საიდუმლოჲ ღმრთის-მეცნიერებისაჲ; და არა უსარწმუნოეს პეტრესსა იყო-ა ანგელოზი ქადაგად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა? — არამედ გულისჴმა-ყავ. ვითარმედ ანგელოზთა ესე ოდენ თჳს-ეყვის, რაჲთა აუწყონ კაცთა ლოცვათა მათთა აღწევნაჲ ღმრთისა მიმართ, ხოლო ქადაგებად არა ჴელ-ჰყოფენ, რაჲთა არა ეშმაკმანცა ოდესმე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის