მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:22

21. გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა: აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ?22. ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა.23. ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
22. ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ და ჰრქუა: აჰა ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა. ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა. და ხვალის დღე შევიდეს კესარიად (10,21-24).:

თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ ემალვის იგი ერის კაცსა მას მჴედარსა, ამისთჳს პირველად ეტყჳს: მე ვარ, რომელსა ეძიებთ; და ეგრეთღა ჰკითხავს მიზეზსა, თუ რაჲსათჳს მოსრულ არიან. ხოლო იგინი პირველად წარმოუთხრობენ სათნოებათა კორნილიოჲსთა, რაჲთა არა უღირს იჩინოს მისლვად მისსა, რომელი-იგი, დაღაცათუ წარმართ არს, ყოველთა პურიათა მიერ წამებულ არს ღმრთისმოშიშებისათჳს. ამისსა შემდგომად ბრძანებასა ანგელოზისასა აუწყებენ მიწოდებისათჳს მისისა, ხოლო თავი მოციქულთაჲ პირველად სახესა მისცემს სიყუარულით სტუმრობისასა, და ეგრეთღა წარჰყვების მათ, და თანა-წარიტანებს ძმათა იოპით, რაჲთა აქუნდენ იგინი მოწამედ, რაჟამს სიტყუაჲ მიეჴადებოდის ვიეთგანმე წარმართთა თანა შესლვისათჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის