თარგმანი: ესე არს ძალი ქადაგებისაჲ, ვითარმედ: ღმერთმან ჴორცნი შეისხნა, და ესე არს წამებაჲ მისთჳს, რამეთუ უწამებდეს მოციქულნი ერსა, ვითარმედ: უბრალომცა ვართ სისხლისაგან თქუენისა, ნუ-უკუე უმეცრებით ლიტონად კაცად სახილველობითა შეურაცხ ჰყოთ ღმრთისა მიერ განჩინებული, ესე იგი არს მისვე მამულისა არსებისაგან შობილი ძე ღმრთისაჲ, რომელი-იგი არს მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ. ცხოველ ეწოდების სულთა, ხოლო მკუდარ — ჴორცთა მათ მკუდრეთით აღდგომილთა, და ამით პირითა მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ — ერთბამად სულთა და ჴორცთა ჩუენთა მსაჯულ არს დღესა მას საშჯელისასა, რაჲთა ზოგად მიაგოს მათ, რაჲცა რაჲ ზოგად ქმნეს სოფელსა ამას შინა. და კუალად სახისმეტყუელებით ცხოველ ეწოდების მართალთა და მკუდარ — ცოდვილთა. და ამით პირითა მსაჯული იგი ცხოველთა და მკუდართაჲ მსაჯულ იწოდების მართალთა და ცოდვილთა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ ყოველნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:42
41. არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.42. და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ.43. ამას ყოველნი წინასწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10