თარგმანი: არა თავით თჳსით იტყჳს, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, არამედ უძლიერესად წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა დაამტკიცებს, ვითარმედ იგი არს მიმტევებელი ცოდვათაჲ. ხოლო ესე რაჲ დამტკიცდეს, თჳთ ჰურიანი წამებენ, ვითარმედ: არავის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა ღმერთსა მხოლოსა, და ჭეშმარიტად იგი არს ღმერთი სრული და კაცი სრული.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:43
42. და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ.43. ამას ყოველნი წინასწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ.44. და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10