თარგმანი: ვითარმცა თჳთცა მათ თანავე ჩივნეულ იყო ცხოვნებისათჳს წარმართთაჲსა, ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: გარეშე ნებისა ჩემისა ვყავ, რაჲ-იგი ვყავ, რამეთუ ეერ შეუძლებდ წინა-აღდგომად ბრძანებასა ღმრთისასა. ესრეთ ღონიერად სიტყჳს-გებითა დაადუმებს ყოველთა მდრტჳნავთა, და დრტჳნვისა წილ მმადლობელ ჰყოფს ღმრთისა, რომელმან ესოდენ უსასოთა მათ და განწირულთა წარმართთა განუღო კარი სინანულისა და ცხორებისა საუკუნოჲსაჲ.
16. და მომეჴსენა მე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა.17. აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა?18. ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდჳლვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11