თარგმანი: ვითარმცა თჳთცა მათ თანავე ჩივნეულ იყო ცხოვნებისათჳს წარმართთაჲსა, ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: გარეშე ნებისა ჩემისა ვყავ, რაჲ-იგი ვყავ, რამეთუ ეერ შეუძლებდ წინა-აღდგომად ბრძანებასა ღმრთისასა. ესრეთ ღონიერად სიტყჳს-გებითა დაადუმებს ყოველთა მდრტჳნავთა, და დრტჳნვისა წილ მმადლობელ ჰყოფს ღმრთისა, რომელმან ესოდენ უსასოთა მათ და განწირულთა წარმართთა განუღო კარი სინანულისა და ცხორებისა საუკუნოჲსაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 11:18
17. აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა?18. ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდჳლვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ.19. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11