მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 11:19

18. ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდჳლვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ.19. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო.20. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11
19. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო.
თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და რომელნი-იგი მიმო-დაიბნინ ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად. არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად. იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ, და ახარებდეს უფალსა იესუს (11,19-20).:

თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ დევნულებაჲთა იგი და იერუსალემით ლტოლვაჲ მოწაფეთაჲ შემდგომად სტეფანეს დაქოლვისა საცხორებელად მრავალთა განაგო, რაჲთა არა ჰურიასტანს ხოლო შემოიწეროს, არამედ ყოველსა სოფელსა მიმოდაითქუას ქადაგებაი მისი, რომელსა დაღაცათუ ჰურიათაგანნი იგი. და ჰურიასტანით გამოსრულნი ჰურიათა ოდენ მიუთხრობდეს, არამედ რომელნი-იგი კჳპრით და კჳრინით იყვნეს, ესენი, ვითარცა მეცნიერნი ბერძლ მეტყუელებისანი, უმეცართა მათ ებრაულისათა უქადაგებდეს სახარებასა იესუჲს მიერ გამოჴსნისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის