მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 11:25

24. რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა.25. და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად.26. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11
25. და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად.
თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესსა და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად (11,25-26).:

თარგმანი: რად არა მოციქულთა მიუწერეს პავლეს მოსლვაჲ ანტიოქიად, თჳნიერ მივლინებისა ბარნაბაჲსსა? — ცხად არს, ვითარმედ არღა ფრიად შემეცნებულ იყვნეს ძლიერებასა ქადაგებისა მისისასა.

იმისთჳს მათ ბარნაბა მოავლინეს ანტიოქიად. ხოლო ბარნაბა დატევებად სცა პავლეს ტარსუნი, ვითარცა უმცირესი, და მოიყვანა შემწედ თჳსსა ანტიოქიად, რამეთუ მუნ უმრავლეს იყო ერი ცხოვნებად შეძინებადთაჲ. ამისთჳსცა წელიწადი სრული დაყვეს მუნ, და ესოდენი წარმართებაჲ ყვეს ქადაგებისაჲ, ვიდრეღა მრავალჟამეულმან პავლეს მათ შორის განგრძობამან ქადაგებისამან დასაბამითა სიტყუათა თჳსთა მითხრობისაჲთა ესოდენ უმაღლესად შეცვალა სახელი მოწაფეთაჲ, რაჲთა მის მიერ განსწავლულთა მათ ნაზარეველ და გალილეველობისა წილ ქრისტეანე ეწოდებოდის, რომელი-ესე მუნ ვერ იქმნა, სადა-იგი იყენეს სამ ათასნი და ხუთ ათასნი, არამედ პირველად ანტიოქიით იწყო და ყოველთა ზედა განეფინა მოსახელეობაჲ ქრისტესი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის