მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 11:26

25. და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად.26. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად.27. ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალჱმით წინაწარმეტყუელნი ანტიოქიად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11
26. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად.
თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესსა და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად (11,25-26).:

თარგმანი: რად არა მოციქულთა მიუწერეს პავლეს მოსლვაჲ ანტიოქიად, თჳნიერ მივლინებისა ბარნაბაჲსსა? — ცხად არს, ვითარმედ არღა ფრიად შემეცნებულ იყვნეს ძლიერებასა ქადაგებისა მისისასა.

იმისთჳს მათ ბარნაბა მოავლინეს ანტიოქიად. ხოლო ბარნაბა დატევებად სცა პავლეს ტარსუნი, ვითარცა უმცირესი, და მოიყვანა შემწედ თჳსსა ანტიოქიად, რამეთუ მუნ უმრავლეს იყო ერი ცხოვნებად შეძინებადთაჲ. ამისთჳსცა წელიწადი სრული დაყვეს მუნ, და ესოდენი წარმართებაჲ ყვეს ქადაგებისაჲ, ვიდრეღა მრავალჟამეულმან პავლეს მათ შორის განგრძობამან ქადაგებისამან დასაბამითა სიტყუათა თჳსთა მითხრობისაჲთა ესოდენ უმაღლესად შეცვალა სახელი მოწაფეთაჲ, რაჲთა მის მიერ განსწავლულთა მათ ნაზარეველ და გალილეველობისა წილ ქრისტეანე ეწოდებოდის, რომელი-ესე მუნ ვერ იქმნა, სადა-იგი იყენეს სამ ათასნი და ხუთ ათასნი, არამედ პირველად ანტიოქიით იწყო და ყოველთა ზედა განეფინა მოსახელეობაჲ ქრისტესი.

სიტყვა კვირიაკესა ზედა სამარიტელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და იყო მათი წელიწად ერთ შეკრება ეკლესიად, და სწავლად ერისა მრავლისა, და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტიანედ (საქმე მოციქულთა, თავი 11, მუხლი 26).

იქმნება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, მრავალთა თქვენ შორის არც კი იციან აქამომდე, სად და როდის იწყეს პირველთა ქრისტეს მორწმუნეთა წოდებად თავისა თვისა ქრისტიანედ. დღეს წაკითხული სამოციქულო გვიამბობს ამას. ეს მოხდა დიდსა ქალაქსა შინა ანტიოქიისასა, იქ იწყეს პირველთა ქრისტეს აღმსარებელთა წოდებად თავისა თვისა ქრისტიანედ. ეს იყო ქრისტეს ამაღლების შემდეგ სამის ანუ ოთხის წლის მერმედ, როდესაც მორწმუნენი ფრიად გამრავლდნენ ანტიოქიასა შინა. მას უკან, სხვათაც ყოველთა ქალაქთა შინა იწყეს მორწმუნეთა ამ სახელის წოდება. მის მერმედ ყოველი უწინდელი და აწინდელი ქრისტეს აღმსარებელი უწოდებდა და უწოდებს თავის თავს ქრისტიანედ. დიდ არს, ძმანო ჩემნო, და საღმრთო ეს წოდება! არ არის არცა ქვეყანასა ზედა, არცა თვით ცათა შინა ამაზე უდიდესი წოდება! დიდითა და საშინელითა კრძალვითა და მორიდებითა უნდა ვზიდოთ ეს წოდება! პირველთა მათ ქრისტიანეთა, რომელთა ეს წოდება მიიღეს, კარგად ახსოვდათ ეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის