თარგმანი: ამათ დღეთა კლავდის კეისრისათა, ოდეს-იგი განმრავლდეს მორწმუნენი ანტიოქიას შინა, მაშინ ჴელნი დაასხნა თავმან მოციქულთამან პეტრე მოწაფესა თჳსსა ევვოდოს ეპისკოპოსად ანტიოქიისა, რომლისა ზე იქმნა ცვალებაჲ მორწმუნეთა სახელისაჲ ნაზარეველობისა წილ ქრისტეანედ. და ამათ ჟამთა იყო სიყმილი იგი მსოფლიოჲ, რომლისათჳს, რაჲთა არა ჰგონონ კაცთა, ვითარმედ ქრისტეანობისა განფენამან ყო სიყმილი იგი, რომელი-ესე მარადის ჩუეულებად აქუს ეშმაკსა, რაჲთა შემთხუევითა ძჳრთაჲთა დაჰჴსნნეს მორწმუნენი და აოცნოს, ვითარმედ ღმრთისმსახურებაჲ არს მიზეზ ძჳრთა შემთხუევისაჲ, ამისთჳს სულმან წმიდამან წინა-მოასწავა ყოფადი იგი სიყმილი პირითა წინაჲსწარმეტყუელისა აგაბოჲსითა, რომლისა წინაჲსწარმეტყუელ ყოფაჲ ნუ აღგიჩნდების წინა-აღმდგომ ყოფად ქრისტეს განჩინებისა, რომელმან თქუა, ვითარმედ: შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე წინაჲსწარმეტყუელებდეს. რამეთუ ქრისტემან ამით სიტყჳთა არა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲსწარმეტყუელებისა, არამედ მოსლვისათჳს მისისა წინაჲსწარმეტყუელებათა დაცადებაჲ ბრძანა, რამეთუ იგი თავადი იყო აღსასრული წინაჲსწარმეტყუელებათა მათთაჲ. ხოლო სხუათა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 11:30
29. ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს,30. რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11