ამათ დღეთა შინა გარდამოვიდეს იერუსალემით წინაჲსწარმეტყუელნი ანტიოქიად, და აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აგაბოს, რომელი-იგი აუწყებდა სულითა წმიდითა, ვითარმედ სიყმილი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი-იგი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა. ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს, რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა (11,27-30).
თარგმანი: ამათ დღეთა კლავდის კეისრისათა, ოდეს-იგი განმრავლდეს მორწმუნენი ანტიოქიას შინა, მაშინ ჴელნი დაასხნა თავმან მოციქულთამან პეტრე მოწაფესა თჳსსა ევვოდოს ეპისკოპოსად ანტიოქიისა, რომლისა ზე იქმნა ცვალებაჲ მორწმუნეთა სახელისაჲ ნაზარეველობისა წილ ქრისტეანედ. და ამათ ჟამთა იყო სიყმილი იგი მსოფლიოჲ, რომლისათჳს, რაჲთა არა ჰგონონ კაცთა, ვითარმედ ქრისტეანობისა განფენამან ყო სიყმილი იგი, რომელი-ესე მარადის ჩუეულებად აქუს ეშმაკსა, რაჲთა შემთხუევითა ძჳრთაჲთა დაჰჴსნნეს მორწმუნენი და აოცნოს, ვითარმედ ღმრთისმსახურებაჲ არს მიზეზ ძჳრთა შემთხუევისაჲ, ამისთჳს სულმან წმიდამან წინა-მოასწავა ყოფადი იგი სიყმილი პირითა წინაჲსწარმეტყუელისა აგაბოჲსითა, რომლისა წინაჲსწარმეტყუელ ყოფაჲ ნუ აღგიჩნდების წინა-აღმდგომ ყოფად ქრისტეს განჩინებისა, რომელმან თქუა, ვითარმედ: შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე წინაჲსწარმეტყუელებდეს. რამეთუ ქრისტემან ამით სიტყჳთა არა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲსწარმეტყუელებისა, არამედ მოსლვისათჳს მისისა წინაჲსწარმეტყუელებათა დაცადებაჲ ბრძანა, რამეთუ იგი თავადი იყო აღსასრული წინაჲსწარმეტყუელებათა მათთაჲ. ხოლო სხუათა ყოფადთა საქმეთა შემდგომად ქრისტეს მოსლვისაცა მრავალნი წინაჲსწარმეტყუელებდეს, ნათლის-ღებისა მიერ აღვსებულნი სულითა წმიდითა, ვითარ-ესე აწ აგაბოს იწინაჲსწარმეტყუელა სიყმილისათჳს, გარნა შენ იხილე, ვითარ ქრისტე და მოწაფენი მისნი განსაცდელსა ყოველსა საცხორებელად კაცთა იჴმარებდეს, ვითარ-ესე აწ სიყმილი მიზეზ მოწყალებისა და ქველის-საქმისა ყვეს წარმართთაგანთა მორწმუნეთა, რაჲთა, ვითარ-იგი იერუსალემს მყოფნი იღუწიდეს სულთა მათთა, ყოვლით კერძო განვლინებითა ქადაგთაჲთა, ეგრეთვე ადგილ-ადგილ მყოფნი მორწმუნენი მიუძღუანებდენ მათ საჴმართა ჴორცთა გამოზრდისათა, რაჲთა ვითარცა ერთ-სახლ და ერთ-სულ იქმნნენ ქრისტეს მიერ ყოველნი მორწმუნენი ყოვლისა სოფლისანი, ამისთჳს არა ელოდეს სიყმილსა, არამედ წინა-მოუმზადეს მათ საჴმარი სიყმილისაჲ. ხოლო მიძღუანებად ხუცესთა იტყჳს, რამეთუ მოციქულთა აქუნდა მაშინ პატივი ხუცობისა და ეპისკოპოსობისაჲ ხოლო მოწაფეთა — დიაკონობისა და კერძო-დიაკონობისაჲ. დაღაცათუ ჯერეთ არა წულილადითა გამოძიებითა განყოფილ იყვნეს სახელნი ესე მაშინ, არამედ ეპისკოპოსსა ხუცეს უწოდდიან და ხუცესსა —ეპისკოპოს. ამათ აწ ხუცეს წოდებულთა მოციქულთა მიმართ წარსცემენ საჴმართა ჴელითა სარწმუნოთა მსახურთა პავლეს და ბარნაბაჲსითა. და ესე არს პავლეს მიერ თქუმული იგი, ვითარმედ: მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას. ესე იგი არს, რამეთუ განაჩინნეს იგინი შემკრებელად საჴმარსა გლახაკთა მათ იერუსალემს მყოფთასა, და რაჲთა მათ მიართუან აწ ხუცეს წოდებულთა თავთა მოციქულთა, რაჲთა მათ ჯეროვნად აჴმარონ იგი, ვითარცა წინამძღუართა და განმგებელთა ყოვლისა მის კრებულისათა.