თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ ორთა მათგან განსლვათა გონებისათა არა ცოდვისა გულის-თქუმათა სიმთრვალითა განსრულ იყო პეტრე გონებისაგან, არამედ ხილვითა მით ანგელოზისა ბრწყინვალებისაჲთა ზეშთა კაცობრივისა საზომისა აღტაცებულ იყო გონებითა და ეგრეთ უცნაურად წარვლნა რაჲ საშიშნი იგი ადგილნი, მაშინღა მოეგო გონებასავე თჳსსა განცხადებულად ცნობად, ვითარმედ არღარა ოცნებით, არამედ ჭეშმარიტებით ჴსნილ არს საპყრობილით, რამეთუ ვიდრე მუნ ჟამამდე ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: აწ უწყი, რამეთუ არა სიზმარ, არამედ ჭეშმარიტება არს ჴსნაჲ ესე ჩემი ყოველთაგან მოძულეთა სულისა ჩემისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:11
10. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.11. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.12. გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12