მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:13

12. გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.13. და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი.14. და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12
13. და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი, და იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი. სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას. ხოლო მათ ჰრქუეს მას ვითარმედ: ჰბორგი? ხოლო იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს (12,13-15).:

თარგმანი: იხილე, ვითარ მჴევალნიცა ერთ-პატივ იყვნეს და სწორ უფალთა სიმდიდრითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარ-ესე აწ, რომელსა ესმა ჴმაჲ რეკებისაჲ, და ცნა, ვითარმედ პეტრე არს, სიხარულისაგან ძლეულმან არა განუღო კარი, არამედ რბიოდა წინა-ხარებად სურვიელთა მიმართ, რომელი-ესე ამისთჳს განეგო, რაჲთა არა მოულოდებელითა სიხარულითა საოცარ ჰგონონ მეყსა შინა წარმოდგომაჲ პეტრესი. ამისთჳს წინაჲსწარ განიწუართნეს გონებანი მათნი ცილობითა მახარებელისა მის მათისა მჴევლისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის