თარგმანი: იხილე, ვითარ მჴევალნიცა ერთ-პატივ იყვნეს და სწორ უფალთა სიმდიდრითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარ-ესე აწ, რომელსა ესმა ჴმაჲ რეკებისაჲ, და ცნა, ვითარმედ პეტრე არს, სიხარულისაგან ძლეულმან არა განუღო კარი, არამედ რბიოდა წინა-ხარებად სურვიელთა მიმართ, რომელი-ესე ამისთჳს განეგო, რაჲთა არა მოულოდებელითა სიხარულითა საოცარ ჰგონონ მეყსა შინა წარმოდგომაჲ პეტრესი. ამისთჳს წინაჲსწარ განიწუართნეს გონებანი მათნი ცილობითა მახარებელისა მის მათისა მჴევლისაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:14
13. და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი.14. და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას.15. ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12