თარგმანი: იხილე, ვითარ მჴევალნიცა ერთ-პატივ იყვნეს და სწორ უფალთა სიმდიდრითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარ-ესე აწ, რომელსა ესმა ჴმაჲ რეკებისაჲ, და ცნა, ვითარმედ პეტრე არს, სიხარულისაგან ძლეულმან არა განუღო კარი, არამედ რბიოდა წინა-ხარებად სურვიელთა მიმართ, რომელი-ესე ამისთჳს განეგო, რაჲთა არა მოულოდებელითა სიხარულითა საოცარ ჰგონონ მეყსა შინა წარმოდგომაჲ პეტრესი. ამისთჳს წინაჲსწარ განიწუართნეს გონებანი მათნი ცილობითა მახარებელისა მის მათისა მჴევლისაჲთა.
14. და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას.15. ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს.16. და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲს-ზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12