მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:25

24. რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა.25. ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი; თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12
25. ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი; თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალემით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი. თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოს (12,25).:

თარგმანი: ჯერეთ ბარნაბა წინაჲთ მოიჴსენების, რამეთუ არღა განბრწყინვებულ იყო პაკლე სიმდიდრითა ქადაგებისაჲთა და ძალითა სასწაულთაჲთა, მზეებრ დამფარველ-ყოფად ვარსკულავებისა მის მოწაფეთაჲსა, რომლითა უფროჲს ყოველთა იქმნა, რაჟამს იგი უფროჲს მათ ყოველთაჲსა დაშურა და განცხადნა ყოვლად საღმრთოდ შეცვალებითა და გამოიცადა თანა-მავალობითა მოციქულთაჲთა მსახურებასა შინა წმიდათა საჴმრისასა იერუსალემდ წარვლინებული ანტიოქიით და მიერ მუნვე კუალად-ქცეული ბარნაბაჲთურთ და იოვანეს თანა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის