თარგმანი: არა ესე არს საქმე მეფისაჲ, რაჲთა შფოთსა ერისასა აღაზრზენდეს მკლველობისათჳს, არამედ რაჲთა აყენებდეს და განაკრძალებდეს მათ. ხოლო ესე აღრიპპა ჰეროდე სხჳსა ჩჩჳლთმკლველობასა ჰბაძავს, და კულად სხჳსა ჰეროდესსა — მოკლვასა წინამორბედისასა, სიკუდილითა იაკობისითა და შეპყრობითა პეტრესითა. და ამას ჰყოფს დღესასწაულსა მას უცომოებისასა, რომელსა ჰურიანი ფასეკ უწოდდეს, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს სიმრავლე იგი მედღესასწაულეთა მათ ჰურიათაჲ, რომელთა-იგი წყურილი უწყოდა სიკუდილისათჳს პეტრესსა, რამეთუ მას ხედვიდეს თავად მბრძოლთა და მახჳლად ბანაკისა მოციქულთა, ბრძოლად მათდა განწყობილთაჲსა. გარნა შენ იხილე ჰურიათაჲ, ვითარ მკლველობისა ბრალსა არა ერიდებიან, ხოლო დღეთა დღესასწაულისათა იზმნიან საჩუენებელად კაცთა, და გარეგან დღესასწაულისა, ქმნითა სისხლის-მსუმელობისაჲთა სირცხჳლსა თჳსსა ჰფარვენ უმრავლესისა ერისაგან. ამისთჳს აღრიპპა სცავს მოციქულსა ოთხთა მიერ ოთხეულთა, რომელ არიან ათექუსმეტნი კაცნი, რომელნი-იგი ოთხ-ოთხი ოთხად განიყოფდეს ცვასა ღამისასა, რაჲთა უფრთხილესად სცვიდენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:3
2. და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.3. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.4. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12