თარგმანი: მოსლვასავე თანა ანგელოზისასა ნათლითა აღივსო სახლი იგი, რაჲთა არა საოცარ ჰგონოს, არამედ მღჳძარითა თუალითა იხილოს, ხოლო გუერდსა ამისთჳს სცა ანგელოზმან, რამეთუ აღადგენდა მას უზრუნველად მწოლარებისაგან, რაჲთა არა სიკუდიდ განწიროს თავი თჳსი, არამედ ეძიებდეს ღონესა ცხორებისასა, და დაჴსნილებისა წილ მოსწრაფე იქმნეს. ამის ყოვლისა დამამტკიცებელად სიტყუასავე თანა მყის დასცჳვეს ჯაჭუნი ჴელთა მისთანი, რაჲთა სარწმუნო უჩნდეს, ვითარმედ ანგელოზი არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:7
6. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.7. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.8. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12