მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:11

10. და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა?11. და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა.12. მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13
11. და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა.
თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა, და ვერ ჰხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე (13,11).:

თარგმანი: ჴელ უფლისა უწოდიან ძალსა სასწაულთასა, და უფროჲსღა ესევითარსა ძალსა მტანჯველობისასა, რომელი არა საუკუნოდ დაადგრებოდის, არამედ ვიდრე ჟამამდე მოქცევისა და სინანულისა, რამეთუ ესევითარი ტანჯვაჲ კურნება არს უფროჲს, ვიდრეღა ტანჯვა, რამეთუ წყლულებითა ჴორცთაჲთა სული ცხოვნდების.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის