მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:12

11. და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა.12. მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.13. წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13
12. მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.
თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა. მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა. (13,11-12).:

თარგმანი: იხილე სიბრმე გონებისაჲ ჴორცთასავე თანა, რამეთუ მოციქულმან დროჲ მისცა მას მოქცევისა და სინანულისაჲ ვიდრე ჟამამდე. ხოლო იგი მძღუართა ეძიებდა და არღარას სხუასა გულისჴმა-ჰყოფდა, რამეთუ მარტოდ ანთჳპატსა ოდენ ჰრწმენა და განაგდო გესლი იგი მოგჳსა მის გრძნებისაჲ ხილვითა ესოდენ მსწრაფლ ტანჯვისა მისისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის