თარგმანი: პაფოჲ ქალაქი არს კჳპრიისაჲ, სადაჲთ-იგი წარვიდეს მოციქულნი, რამეთუ არღარა ყოვნეს პატივთათჳს ანთჳპატისა ახალ მორწმუნისათა, არამედ წიაღჴდეს მუნ, ვიდრე უძღოდა სული წმიდაჲ — პერგედ, ქალაქად პამფჳლიისა. ხოლო პამფჳლიაჲ არს ქუეყანაჲ ისავრიაჲსაჲ ტავროჲთ კერძო, შორის ლუკაონიაჲსა და კილიკიაჲსა. იოვანე უკუე ამისთჳს უკუნ-იქცა, რამეთუ მსახური იყო და ვერ თავს-ისხნა ჭირნი გრძელისა მგზავრობისანი. ხოლო ბარნაბა და პავლე განვლეს პამფჳლიაჲ და მიიწინეს ანტიოქიას, დედაქალაქსა პისიდიისასა, და არა სხუაგან შევიდეს, არამედ, ვითარცა ჰურიანი, შესაკრებელსა ჰურიათასა მივიდეს, რაჲთა არა სცენ მათ მიზეზი შფოთებისაჲ წარმართთა მიმართ მისლვითა. და ესე ყვეს შაბათსა, ოდეს-იგი ყოველნი შეკრებულ იყვნეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:14
13. წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ.14. და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს.15. და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13