თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ იყო ჰურიათაჲ დღესა შაბათსა, რამეთუ პირველად წარიკითხონ შჯულისაგან მოსესისა და წინაჲსწარმეტყუელთა, და ეგრეთღა იწყიან სწავლად და მითხრობად ერისა ძალსა მათ სიტყუათასა. ვინაჲცა აწ მოციქულთა ეტყჳან სწავლად, ხოლო იგინი მდუმარედ სხდეს, ვითარცა უცხონი, ვიდრემდის ბრძანებულ იქმნნეს ადგილისათა მათგან სწავლად ერისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:15
14. და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს.15. და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.16. აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ!
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13