თარგმანი: იხილე, ვითარ ადგილ-სცა ბარნაბა პავლეს, ტარსოჲთ მოყვანებულსა მის მიერ, რამეთუ არარას სხუასა მიხედვიდეს, თჳნიერ სარგებელსა კაცთასა. ხოლო პავლე ღონიერად ჰყოფს და შესხმისა სიტყჳთა იწყებს დაწყებასა სწავლისასა, რამეთუ მწირობით განთესულთა მათ ისრაიტელ უწოდს და ღმრთის მოშიშ სახელ-სდებს, რაჲთა წადიერებით ისმინონ მისი. ამისსა შემდგომად მსგავსად ჩუეულებისა წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა ჰურიათაჲსა პირველ გარდასრულთა ქველის-მოქმედებათა ღმრთისათა მოაჴსენებს — განპებასა ზღჳსასა, გამოყვანებითურთ და გამოზრდით, ხოლო შჳდნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა მათთჳს ღმერთმან, ესე არიან: ქეტელი და გერგესეველი, ამორეველი და ქანანელი, ფერეზელი და ეველი და იებოსელი. ამათი ქუეყანაჲ მისცა ისრაიტელთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:19
18. და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა,19. და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი.20. და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაწარმეტყუელისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13