1.იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე.2.და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ.3.მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.4.ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად , და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ.5.და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად.6.და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარიისუ,7.რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა.8.ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან.9.ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას10.და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა?11.და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა.12.მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.13.წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ.14.და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს.15.და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.16.აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ!17.ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ.18.და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა,19.და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი.20.და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაწარმეტყუელისა.21.მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ.22.და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი.23.მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ,24.რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა.25.ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა.26.კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა.27.რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს.28.და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი.29.და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა.30.ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით,31.რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ.32.და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.33.ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ.34.ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ.35.რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი.36.რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი.37.ხოლო რომელი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი.38.უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების;39.და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების.40.იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ:41.იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.42.და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ.43.და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა.44.და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას უფლისასა.45.ხოლო იხილეს რაჲ ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ.46.განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა-ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ.47.რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა.48.ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა.49.და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა.50.ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით.51.ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად.52.და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა.
და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ (13,2).
თარგმანი: იხილე, რამეთუ მაშინ ღირს იქნების კაცი გამოცხადებასა საღმრთოსა, რაჟამს მარხვით და ლოცვით იყოფებოდის, ვითარ-ესე აწ მოწაფენი მოსწრაფე რაჲ იყვნეს ქმნად მათდა რწმუნებულისა მის მსახურებისა ქადაგებისა ქრისტესისა, და იმარხვიდეს. მაშინ სულმან წმიდამან პირითა მათ შორის მყოფთა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა უბრძანა მათ, ვითარცა ღმერთმან, თანა-სწორმან...
აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა (13,16).
თარგმანი: ვინაჲთგან ვითარცა თჳთ იტყჳს მოციქული, არა მუნ უნდა ხარებაჲ ქრისტესი, სადა სმენილ იყო ქრისტე, რაჲთა არა სხჳსა საფუძველსა ზედა აშენებდეს, არამედ მუნ, სადა ყოვლად არა სმენილ იყო მისთჳს. ამისთჳს არა იერუსალემს და სხუათა ადგილთა, არამედ ანტიოქიას პისიდიისასა იწყო პირველად დასაბამსა სიტყუათა თჳსთასა, და პირველად ჴელი განუყარა, რაჲთა დადუმნენ, რამეთუ ესეცა ჩუეულებაჲ იყო ჰურიათა შორის, და ეგრეთღა იწყო სიტყუად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).:
...თუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ. ხოლო რაჲსათჳს, იყო რაჲ მათ თანა, არა მოვიდა? ამისთჳს, რამეთუ არცა შეწირულ იყო შესაწირავი იგი. ხოლო ვინაჲთგან ცოდვაჲ დაიჴსნა და იგინი განვიდოდეს განსაცდელთა მიმართ, მაშინ ჯერ-იყო განმაძლიერებელისა მის მოსლვაჲ. რაჲსათჳს უკუე არა მეყსეულად შემდგომად აღდგომისა მოვიდა სული წმიდაჲ? ამისთჳს, რაჲთა ფრიადითა სურვილითა მისითა აღეტყინნენ, და მერმე მოვიდეს უმეტესითა მადლითა. რამეთუ ვიდრემდის ქრისტე მათ თანა იყო, არა იყვნეს მწუხარებასა შინა; ვინაჲთგან უკუე წარვიდა და იგინი შეშინებულ იქმნნეს...
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:
...მკჳდრობითა, შემოსილი ხალენითა? და ამის ყოვლისა შემდგომად ქმნნა სასწაულნი; კუალად, იობისი რომელი სასწაული იხილა ეშმაკმან და განკჳრდა? სასწაული არცა ერთი, არამედ მოქალაქობაჲ საღმრთოჲ და მოთმინებაჲ ფრიადი; დავით რომელი სასწაული ქმნა სიჭაბუკესა თჳსსა, ოდეს თქუა უფალმან: „ვპოე დავით, ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი?“ ; (შდრ. 1 მეფ. 16, 1,12) აბრაჰამ და ისაკ და იაკობ რომელნი მკუდარნი აღადგინნეს, რომელი კეთროანი განწმიდეს? არა უწყითა, რამეთუ სასწაულნი, უკუეთუ არა ფრთხილ იყოს მოქმედი მათი, დიდად ავნებენ, ვი-თარცა მრავალთა შეემთხჳა კორინთეს შინა და ჰრომეს? ამისთჳს სიმონ განვარდა, ამისთჳს, რომელმან-იგი ჰრქუა უფალსა: „მიგდევდე შენ“, არა შეწყნარებულ იქმნა, რამეთუ ცუდადმზუაობრობისათჳს და საჴმართმოყუარებისა ეძიებდეს იგინი სასწაულთა. ამისთჳს, უფალი მოწაფეთა რაჲ ასწავლიდა, არა ჰრქუა, თუ: ყვენით სასწაულნი, რაჲთა იხილონ კაცთა, არამედ: „ეგრეთ ბრწყინევდინო ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცა-თასა“. და პეტრეს არა ჰრქუა: უკუეთუ გიყუარ მე, იქმოდე სასწაულთა, არამედ: „მწყსიდიო ცხოვართა ჩემთა“....
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო განსლვად იყო სამარიაჲთ“ (4,4).:
...აული. ხოლო ამას ამისთჳს იქმოდა, რაჲთა ჰურიათა ყოველი სიტყუაჲ დაელიოს და ვერ იტყოდიან, თუ: ჩუენ დაგჳტეობდა და წინადაუცუეთელთა მიმართ მივიდოდა. ამისთჳს იტყოდეს მოციქულნი, ვითარმედ: „თქუენდა ჯერიყო თქუმად სიტყუაჲ ღმრთისაჲ. ვინაჲთგან უკუე უღირსად გამოა-ჩინებთ თავთა თქუენთა, ამისთჳს მივიქცეთ წარმართთა მიმართ“. და ქრისტე იტყოდა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“. ვინაჲთგან უკუე მათ არა ისმინეს, ამისთჳს განუღო კარი წარმართთა. და ესრეთცა არა განზრახვით, არამედ გარეწარად მივიდა მუნ, წარჰვლიდა რაჲ; მი-უკუე-ვიდა ქალაქსა სამარიტელთასა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგჳთხრობს წულილ-წულილად მახარებელი ადგილისა მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს...