თარგმანი: ვინაჲთგან სასურველად აქუნდა ჰურიათა სახელი დავითისი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ძე მისი არს ჴორციელად, რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ — უფალსა იესუს, რომლისა თანა-მდებ ხართ შეწყნარებად მეუფედ თქუენ ზედა, რამეთუ ძე არს მეფისა თქუენისა დავითისი ბუნებითა ჴორცთაჲთა, ხოლო ბუნებითა ღმრთეებისაჲთა არა არაარსისაგან მოყვანებული, არამედ უჟამოდ და დაუსაბამოდ პირველ საუკუნეთა მამისა თანა მყოფი, აწ აღსასრულსა ჟამთასა მის მიერვე თქუენთჳს ჴორცთ-შესხმითა აღდგინებული, რამეთუ აღდგინება არს სახილველ-ქმნაჲ უხილავისაჲ. ამისისა მოსლვისა მოწამედ იოვანეს მოიყვანებს, ხოლო პირად შემოსლვისა იტყჳს ჴორცთ-შესხმასა მისსა, რომლისა განცხადებაჲ ჟამსა მას იქმნა იოვანეს ნათლის-ცემისასა წყლითა სინანულისაჲთა, რამეთუ ესე ჟამი ცხადად საცნაურ იყო ყოველსა შორის ერსა ისრაელისასა წარჩინებულებისაგან იოვანესსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:23
22. და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი.23. მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ,24. რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13