მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:25

24. რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა.25. ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა.26. კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13
25. ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა (13,25).:

თარგმანი: ესე სიტყუანი პირველ ქრისტეს ნათლის-ღებად მოსლვისა თქუნა იოვანე, რამეთუ მახლობელცა იყო ჟამი იგი აღსასრულსა სრბისა მისისასა, რამეთუ შემდგომად ქრისტეს ნათლის-ცემისა მცირედიღა ჟამი წარჴდა ვიდრე თავის კუეთამდე იოვანესსა, და ვინაჲთგან ძეობისათჳს მღდელთმოძღურისა უფროჲს ქრისტესსა საგონებელ უჩნდა იგი ჰურიათა, ამისთჳს მოკლითა ამით სიტყჳთა ჴამლთაჲთა ქრისტეს მეუფებასა აჩუენებს, ხოლო თჳსსა — უუნდოესთა მონათაგანობასა, რამეთუ ფრიად უნდოსა მონასა თჳს-ეყვის ესე, რომელ არცაღა თუ ფერჴთა წარჴდად ღირს იყოს უფლისა თჳსისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის