მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:39

38. უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების;39. და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების.40. იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13
39. და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების, და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ შჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების (13,38-39).:

თარგმანი: არა თუ შჯული მოსესი ბოროტ იყო, ნუ იყოფინ, არამედ სიწლოჲთა და სიჴშოჲთა ყოველივე ძნიად წარსამართებელ იყო, და ერთითაცა რაჲთმე ცთომილი ყოვლისავე თანამდებ იქმნებოდა. ამისთჳსცა მოციქული არა ეტყჳს, ვითარმედ შჯული შეუძლებელ იყო განმართლებად, არამედ თქუენ შეუძლებელ იყვენითო განმართლებად, ვითარცა ვერ მოქმედნი ყოველისავე შჯულისა მცნებათანი. ამისთჳსცა ქრისტემან ახალსა ამას შინა არღარა დაშჯაჲ, არამედ ზოგად ყოველთავე პირველ ქმნულთა ბრალთა მიტევებაჲ — დადვა ნათლის-ღებისა მიერ, რომელსა ჭეშმარიტებით ჰრწმენეს მისსა მიმართ, და არცა ერთი ზრუნვაჲ აქუს მორწმუნეთა, პირველ ნათლის-ღებისა ქმნილთა ცოდვათათჳს, ოდენ შემდგომად ნათლის-ღებისა განეკრძალნენ კუალად მიქცევად ნათხევარსა პირველთა ცოდვათა მოქმედებისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის