თარგმანი: სული წმიდაჲ იყო მყვანებელ მათდა. ამისთჳს არა უტევნა დაყოვნებად სელევკიას, რამეთუ არაჲ შჭირდა მათ უღონოებაჲ ქადაგთაჲ, რამეთუ მახლობელ იყვნეს ანტიოქიისა, არამედ ზღუასა ზედა აღიყვანნა ფერჴნი მათნი, რაჲთა განსთხიონ მისგან მომმუხველობაჲ იგი მარილიანობისაჲ, რამეთუ ზღუაჲ სახე არს სოფლისა დაუდგრომელობისაჲ მღელვარებითა თჳსითა, და მას შინა იშუებს ვეშაპი გემოთ-მოყუარებისაჲ, რომელსა მოაკუდინებს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ. ესრეთ უკუე წიაღჴდეს სელევკიით კჳპრედ ქადაგნი იგი ჭეშმარიტებისანი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:4
3. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.4. ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად , და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ.5. და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13