თარგმანი: განცხადებაჲ ესე ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ კადნიერ იქმნნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჰურიათა ჯერ-იყო პირველად მითხრობად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, რამეთუ წინა-განსწავლულ იყვენით შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა სარწმუნოებისათჳს ქრისტესისა, რომელსა-იგი ნებსით განიშორებთ, და არა ღირს ჰყოფთ თავთა თქვენთა ცხორებისა საუკუნოჲსა, რამეთუ ღმერთსა ყოველთა კაცთადა უშურველად წინა-უყოფიეს გზაჲ ცხორებისაჲ, ხოლო ესე კაცად-კაცადისა ჴელმწიფებასა შინა არს, რაჲთა ანუ შეიწყნაროს, ანუ გარე-მიაქციოს თავისა თჳსისაგან წყალობაჲ. ღმრთისაჲ. ამისთჳს არა თუ მოუქცეველად წარვალთ, არამედ მივიქცევით ოდენ წარმართთა მიმართ, რაჲთა, ოდესცა გინდეს, კუალად მოვიქცეთ თქუენდა, და ესეცა წინაჲსწარმეტყუელებით წინა-მოსწავებულ არს ესაიაჲსგან, რამეთუ სიტყუაჲ იგი მამისაჲ, რომელი ჰურიათა სულთა ტყუეობისაგან ეშმაკისა გამოჴსნად და სიბრმისა თუალთა მათთაჲსა აღხილვად მოივლინა, ქადაგებითა მათდა მიტევებისაჲთა, რაჟამს მათ განიშორეს, სამართლად ესმა მამისაგან, ვითარმედ: აჰა ესერა დავადგინე შენ ნათლად წარმართთა და ზოგად ყოველთა კაცთა მაცხოვრად კიდით-კიდემდე ქუეყანისა. ესრეთ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:47
46. განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა-ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ.47. რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა.48. ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13