მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:50

49. და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა.50. ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით.51. ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13
50. ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბას ზედა, და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით (13,50).:

თარგმანი: მსახურ უწოდს დედაჲ მათ მდიდართა აზნაურთა, რომელნი-იგი ბერძულ-მეტყუელ იყვნეს და შჯულისა ჰურიათაჲსა დამცველ იყვნეს. ამათ მიერ ინებეს ცთუნებაჲ ერისაჲ ჰურიათა მათ, რაჲთა ემსგავსნენ ეშმაკსა ბირებითა ევაჲსითა მაცთუნებელსა ადამისსა, და ზოგად განარისხნეს იგინი მთავართა თანა ქალაქისათა, და მათ მიერ განასხნეს მოციქულნი არა ხოლო ქალაქისაგან, არამედ ყოველთაგანვე საზღვართაცა მათთა, რამეთუ ყოვლად განცოფებულ იყვნეს იგინი შურისა მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის