მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:11

10. ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ. და აღიხილნა და იწყო სლვად.11. ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა.12. და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს – ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14
11. ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა.
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა. და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს — ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის (14,11-12).:

თარგმანი: ეძიებდე თუ ცნობად, ვითარმედ ვინაჲ იწყო კერპთმსახურებამან, ამიერ ისწავე, რამეთუ, ვითარ-ესე აწ პავლეს და ბარნაბაჲს ზორვად განემზადებოდეს, ეგრეთვე ყოველნივე იგი ძველნი სცთებოდეს მიზეზითა რაჲთმე ღმრთად შერაცხვად მოკუდავთა კაცთა, რამეთუ ამისდა ქმნად დასაბამსავე ჴელ-ყო ეშმაკმან, ოდეს-იგი ევას ეტყოდა, ვითარმედ: "იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (), რაჲთა ზუაობისა მიერ დასცეს კაცი, მითვე ვნებითა, რომლითა თჳთ გარდამოვარდა ზეცით. და დაღაცათუ ადამ და ევა ვერ კერპთმსახურ ყვნა, არამედ უკუანაჲსკნელ წარმართთა დაარწმუნა საცთური მრავალ-ღმრთეებისაჲ, რაჲთა რაჲცა ვის უყუარდეს, იგიცა ღმერთ თჳსსა ყოს, და ახალნი ღმერთნი მოიპოვნენ ძუელთა ზედა, და საქმეთა მსგავსებისაგან უწოდდენ სახელთაცა, ვითარ-ესე აწ ბარნაბას შუენიერებისათჳს პასაკისსა უწოდეს დიოს, რამეთუ კერპი დიოჲსი შუენიერ არს ხატითა, ხოლო პავლეს — ერმით, რამეთუ ხედვიდეს, ვითარ ყოველგან მას ადგილ-სცემდა ბარნაბა სიტყჳსა ყოფად. და ერმი მეტყუელთბისათჳს განთქუმულებითა აღემართა კერპად, რამეთუ თჳთ კერპსაცა მისსა ფრთოვნად და დაუბერებელად შეიქმან. რამეთუ არაჲ არს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის